Installation views
Grid | List





















No items found.






No items found.
No items found.
No items found.
ჩემი სამყარო სიზმარივითაა,
რომელიც გაღვიძებისთანავე ფერმკრთალდება.
აქ აკვარელი ქსოვილის ძაფებს ერწყმის,
მკვეთრი კიდეებისა და საზღვრების გარეშე.
მხოლოდ გამჭვირვალე ლაქები რჩება, ნისლივით გაფანტული,
თითქოს სულს არ სურს სხეულის დატოვება.
ეს ფორმები ბუნების სუნთქვასავით უბრალოა —
მსუბუქი კვალი ტილოს ფაქტურაზე,
ამბავი შუქზე, ჩრდილსა და იმაზე, რაც მათ მიღმაა.
ეს არ არის დასასრული,
არამედ ხილვა იმისა, თუ როგორაა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული.
აქ მხოლოდ სიმშვიდეა —
ისეთი, ნესტიან, ნისლიან ველზე რომ დაისადგურებს ხოლმე,
იქ, სადაც ხილული და უხილავი სამყაროები იკვეთება
და ყველაფერი ერთი დიდ მდინარებასავით მიედინება
— Tornike Robakidze



























